მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ორი ოჯახი (1958)
ამ გვერდს გაეცნო 14148 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კინომოთხრობა, 9 ნაწილი, 2564 მეტრი (93 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1959 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: დავით კანდელაკი
სცენარის ავტორები: სამსონ სულაკაური, არჩილ სულაკაური, დავით კანდელაკი
დამდგმელი ოპერატორები: დავით კანდელაკი, შოთა კილაძე
დამდგმელი მხატვარი: მიხეილ გოცირიძე
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ელიზბარ გაბრიელი
მონაწილეობენ: სალომე ყანჩელი (ლია), იუსუფ (იოსებ) კობალაძე (ვახტანგი), დოდო აბაშიძე (გოგი), ჟუჟუნა დუგლაძე (ჩიტო), თამარ ციციშვილი (დარეჯანი), ნანა ღამბაშიძე (თინა), დათო სოხაძე (დათუნა), ლიანა მანჯავიძე, თინა ღამბაშიძე, თამარ თეთრაძე, გიორგი გელოვანი (გოგის ამხანაგი), ელენე ჩოხელი (ჩიტოს მეზობელი)
 

ორი უშვილო ოჯახი. ჩიტო და ვახტანგი ბავშვს იშვილებენ საბავშვო სახლიდან. ლია ბავშვის აყვანაზე დიდი ხანია ოცნებობს, მაგრამ დარდიმანდ, ქეიფის მოყვარულ ქმარს ვერ ითანხმებს. ჩიტო, რომელსაც ბავშვის მოვლა არ უნდა, ქმრის მივლინებაში ყოფნით ისარგებლებს და ნაშვილებ დათუნას ბავშვთა სახლში დააბრუნებს. დათუნას ახალი დედობილი ლია გახდება, რომელიც ქმარს გაეყრება და ბავშვს თვალის ჩინივით უვლის. ცოლის უგულობით შეძრული ვახტანგი სახლს მიატოვებს, დათუნას და ლიას მოძებნის და მათთან ერთად ბედნიერ ოჯახს შექმნის.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.