მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მე ვიტყვი სიმართლეს (1957)
ამ გვერდს გაეცნო 12691 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 8 ნაწილი, 2203 მეტრი (80 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 04.07.1958 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ლევან ხოტივარი
სცენარის ავტორები: ორდე დგებუაძე, ლევან ხოტივარი
დამდგმელი ოპერატორი: არჩილ ფილიპაშვილი
დამდგმელი მხატვრები: ლეონიდ მამალაძე, ილამაზ (ზურაბ) მეძმარიაშვილი
კომპოზიტორი: ოთარ თაქთაქიშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: როსტისლავ ლაპინსკი
მონაწილეობენ: ოთარ კობერიძე (ოთარი), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (მერაბ დევიძე), აკაკი ვასაძე (მელიტონი), მარინა ახვლედიანი (ქეთევანი), დოდო აბაშიძე (უშანგი), გიორგი შავგულიძე (კოსტა), გიორგი გელოვანი (ჯუმბერი), ნინო კაკაბაძე (მართა), გიორგი ქორიძე (ანდრო), მიხეილ მგელაძე (აგენტი), მიხეილ სულთანიშვილი, შალვა ბეჟუაშვილი, გიორგი გაბელაშვილი, კირილე მაჭარაძე, ალექსანდრე ომიაძე (პროკურორი), ია ხობუა (მდივანი ქალი), გრიგოლ კოსტავა (მოსამართლე)

გადაღებულია ორდე დგებუაძის მოთხრობა "მეორედ დაბადების" მიხედვით
 

უცხოეთის ემიგრაციაში გაჭირვებით მცხოვრები მამა-შვილი დევიძეები შეიტყობენ რომ, მდიდარმა კაპიტალისტმა ზურაბ დევიძემ ქონება საბჭოთა კავშირში მცხოვრებ თავის ვაჟს დაუტოვა. ბიძაშვილის მოსაკლავად და მემკვიდრეობის ხელში ჩასაგდებად საქართველოში ოთარ დევიძე ჩამოდის. თანასოფლელთა გაცნობისა და მათთან დაახლოების შემდეგ ოთარი განზრახვაზე ხელს აიღებს. მემკვიდრის მოკვლას ოთარის თანამზრახველი, გამდიდრებაზე მეოცნებე მელიტონი გადაწყვეტს. ოთარი მის შეჩერებას შეეცდება და შემთხვევით შემოაკვდება. დანაშაულის აღიარების შემდეგ სასამართლო ოთარს გაამართლებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.