მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


გაზაფხული საკენში (1950)
ამ გვერდს გაეცნო 12478 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 9 ნაწილი, 2535 მეტრი (92 წთ.)
თბილისის კინოსტუდია
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 16.01.1951 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორი: ნიკოლოზ სანიშვილი
დამდგმელი ოპერატორები: ალექსანდრე დიღმელოვი, დავით კანდელაკი
დამდგმელი მხატვრები: რევაზ მირზაშვილი, ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: როსტისლავ ლაპინსკი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ედიშერ მაღალაშვილი (კესოუ მირბა), ლიანა ასათიანი (კამა), ივანე გვინჩიძე (რაიკომის მდივანი), ალექსანდრე ომიაძე (იაკობი), ლეილა აბაშიძე (ნინო), გიორგი შავგულიძე (რაშიდი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ანტონი), შალვა ღამბაშიძე (ადამური), მიხეილ სარაული (შაანგერი), კოტე დაუშვილი (ნიკო), გიორგი ქორიძე (კოსტა), ვახტანგ ნინუა (აგრონომი), ალექსანდრე კვალიაშვილი, ირინე მაღალაშვილი (მდივანი)

გადაღებულია გიორგი გულიას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
 

ფილმი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ქართული სოფლის ცხოვრებას ასახავს. საკენში ბრიგადირად დანიშნულ კესოუ მირბას მაღალმთიანი სოფლის მწირ მიწაზე სიმინდის უხვი მოსავლის მიღება უნდა, დარწმუნებულია, რომ აქ ძვირფასი მინერალური სასუქი მოიპოვება. კესოუს გეგმებს რამდენიმე გლეხი ეწინააღმდეგება, რომლებსაც ცხოვრების ძველი წესის შეცვლა არ სურთ. ერთი მათგანი ლაბორატორიაში გასაგზავნი მიწის ნიმუშებს შეცვლის. კესოუს შეყვარებული კამა სიყალბეს აღმოაჩენს და თაღლითებს ამხელს. საკენში ფოსფატების საბადოს დამუშავება დაიწყება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.