მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ოქროს ბილიკი (1945)
ამ გვერდს გაეცნო 7209 სტუმარი
მხატვრული ფილმი, სათავგადასავლო, 9 ნაწილი, 2200 მეტრი (79 წთ.)
თბილისის კინოსტუდია
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 20.04.1945 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: კონსტანტინე პიპინაშვილი
სცენარის ავტორი: ტ. ჩერკესი
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორები: ალექსი მაჭავარიანი, ივანე გოკიელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დავით ლომიძე
მონაწილეობენ: ვლადიმერ ჩობური (მამა და შვილი პერეკრესტოვები), პეტრე სობოლევსკი (ფრიც ებინგი), ანდრეი ფაიტი (ფაინგორსტი), კოტე დაუშვილი (შეტმანი), ლეონიდ რომანოვი (მირონოვი), ვიქტორ კულაკოვი (ნიკოდიმოვი), ბორის ანდრეევი (ეპიფანცევი), დიმიტრი მჟავია (პროფესორი), ნიკოლოზ გორლოვი (გუჯინსკი), ფიოდორ იშჩენკო (მებადური), ლ. ალექსეევი (მიტრიჩი), საშა ჩობური (ვასია), გრიგოლ ჩეჩელაშვილი (მაიორი), ვარლამ (ვალოდია) წულაძე (ქაილი), ნიკო გვარაძე (მოხუცი იროტი), ლეილა აბაშიძე (იუტა), ნიკოლოზ ანჯაფარიძე, ზაალ ტერიშვილი, პეტრე მორსკოი
 

რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ გერმანელ კოლონისტებს ალტაის მთების საბადოში მოპოვებული ოქრო კონტრაბანდულად გააქვთ უცხოეთში. საიდუმლო საბადოს მიკვლევა და მასზე კონტროლის დაწესება სახელმწიფოსგან პერეკრესტოვს აქვს დავალებული. იგი საბადოს აღმოაჩენს, მაგრამ კონტრაბანდისტები მას საბადოსთან ერთად ააფეთქებენ. ოცი წლის შემდეგ პერეკრესტოვის მიერ დატოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გეოლოგები საბადოს მიაგნებენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.