მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


რენე მიდის ჰოლივუდში (2010)
ამ გვერდს გაეცნო 15161 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 10 ნაწილი (101 წთ.)
ეროვნული კინოცენტრი, შპს კინოსტუდია ”დამოუკიდებელი კინოპროექტი ” 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე
სცენარის ავტორი: ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე
დამდგმელი ოპერატორი: კონსტანტინე (მინდია) ესაძე
დამდგმელი მხატვარი: გიორგი (გოგი) მიქელაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: პაატა გოძიაშვილი
მონაწილეობენ: ნიკოლოზ (ნიკა) თავაძე (რენე), ზურაბ ბეგალიშვილი (ვაცა), ვიქტორ ბარბაქაძე (უჩა), მიხეილ (მიშა) გომიაშვილი (ავი), თინა ალექსიშვილი (მეგი), ნიკოლოზ გომელაური (თომა), ლეო ანთაძე, რუსუდან (რუსკა) მაყაშვილი, ონისე ონიანი, გია კიტია, ეკატერინე (ეკა) ანდრონიკაშვილი, გიორგი ცაავა
პროდიუსერები: ლევან კორინთელი, არჩილ გელოვანი
 

ოცდაათს გადაცილებული რენე დადიანი, რომელსაც გაცვეთილი ქურთუკი აცვია და დაბნეული, ნერვული მზერა აქვს, რჩევისთვის ექიმთან მიდის. არა, თავიდანვე აფრთხილებს, ის აქ არ მოსულა, როგორც პაციენტი. მხოლოდ ერთი კითხვა აწვალებს: როგორ შეცვალოს საკუთარი ცნობიერება წარმოსახვის გასაუმჯობესებლად? "ამისთვის ფსიქოანალიზის მხოლოდ ერთი ფორმა არსებობს", პასუხობს ექიმი, "ამ შემთხვევაში გონება მხოლოდ ხელს უშლის ადამიანს. დაივიწყე რეალობა და ფიქრი სასურველისკენ მიმართე". რენე, კინოსკოლის ლექტორი, ამ თეორიის განხორციელებას იწყებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.