მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ელისო (1928)
ამ გვერდს გაეცნო 24329 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი, 6 ნაწილი, 2300 მეტრი (76 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 23.10.1928 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ შენგელაია
სცენარის ავტორები: ნიკოლოზ შენგელაია, სერგეი ტრეტიაკოვი
დამდგმელი ოპერატორი: ვლადიმერ კერესელიძე
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი შევარდნაძე
კომპოზიტორი: იონა ტუსკია
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: როსტისლავ ლაპინსკი, ი. გრიგორიანი
მონაწილეობენ: კირა ანდრონიკაშვილი (ელისო), კოხტა ყარალაშვილი (ვაჟია–მოხევე), ალექსანდრე იმედაშვილი (ასთამირი), ცეცილია წუწუნავა (ზაზუბეკა–სეიდულას ცოლი), ილია მამფორია (სეიდულა), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (გენერალი), კ. გურიანოვი (კვარტირიერი), ი. გალკინი (ურიადნიკი), მარო ჩმშკიანი (მუსლიმათი–ქვრივი), გოგი რატიანი, ზაალ ტერიშვილი

გადაღებულია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
ფილმი 1965 წელს აღადგინა, გადაამუშავა და გაახმოვანა რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ
 

მეფის მთავრობა ჩეჩენი ხალხის მშობლიური მიწიდან აყრის საბაბს ეძებს, რათა სანაცვლოდ იქ რუსი კაზაკები ჩაასახლოს. მოსახლეობა გუბერნატორს სოფლად დარჩენის თხოვნით არზას გაუგზავნის. პროვოკატორ სეიდულასა და მეფის მოხელეთა დახმარებით არზას შეცვლიან - გადასახლებაზე თანხმობის ყალბ საბუთს წერა-კითხვის უცოდინარ გლეხებს თითის ანაბეჭდებით დაადასტურებინებენ და მოტყუებულ ხალხს თურქეთის გზას გაუყენებენ. ჩეჩენ ელისოს მოხევე ვაჟია უყვარს. სამშობლოსთან და შეყვარებულთან განშორების წინ სასოწარკვეთილი ქალი ცეცხლს მისცემს დაცარიელებულ სოფელს. ვაჟია გენერალს გადასახლების ბრძანების გაუქმებას აიძულებს, მაგრამ დაიგვიანებს.

ფესტივალები და პრიზები:
  • მიენიჭა სახელმწიფო პრემია (1941).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.