მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მთის კანონი (1927)
ამ გვერდს გაეცნო 6124 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 8 ნაწილი, 2000 მეტრი (72 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 14.02.1928 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ბორის მიხინი
სცენარის ავტორები: იზმაილ ბეი აბაი, ბორის მიხინი
დამდგმელი ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
დამდგმელი მხატვარი: ვალერიან სიდამონ–ერისთავი
მონაწილეობენ: ვლადიმერ ბესტაევი (ისმაილი), ნიკოლოზ სანიშვილი (დოლგათი–ისმაილის მეგობარი), ალექსანდრე სემიონოვი (უმარი–დოლგაითის უმც.ძმა), სიმონ (ბუტია) გამრეკელი (ნოხტარი–დოლგაითის უფრ.ძმა), ნინა განტარინა (დაუდა–დოლგათის და), ოლღა კეჟერაძე (ისმაილის დედა), ვალერიან გუნია (მუსა), ქეთევან ანდრონიკაშვილი (ხანიფა–დოლგათის დედა)
 

ხე-ტყის სარეწებზე მომუშავე დოლგათს მეგობრის, ისმაილის და უყვარს. დამოყვრებას აპირებენ, მაგრამ ჯირითის დროს ისმაილს შემთხვევით მეგობრის ძმა შემოაკვდება. ადათი სისხლის აღებას მოითხოვს. მეგობრები ცდილობენ ძველ ტრადიციას წინ აღუდგნენ, მაგრამ ხალხის აზრის შეცვლას ვერ შეძლებენ. დოლგათს სოფელი ლაჩრობას დასწამებს. იგი იძულებული ხდება ისმაილი მოკლას.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.