მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


შუქურას საიდუმლოება (1925)
ამ გვერდს გაეცნო 5725 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 7 ნაწილი, 1925 მეტრი (70 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 03.11.1925 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ვლადიმერ ბარსკი
სცენარის ავტორი: ვლადიმერ ბარსკი
დამდგმელი ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
დამდგმელი მხატვარი: პოლიკარპე კაზაკევიჩი
კომპოზიტორი: ვიქტორ ორანსკი
მონაწილეობენ: აკაკი ხორავა (ასლანი), კლეოპატრა ჯაში (კლეოპატრა–ასლანის ცოლი), ზაალ ტერიშვილი (კლეოპატრას მამა), მარია ტენაზი (აიშე–ასლანის ქალიშვილი), ნიკოლოზ სანიშვილი (მებადური), ალექსანდრე შაფი (კაპიტანი კლეშჩუკი), შალვა ხუსკივაძე (კაპიტნის თანაშემწე), იან ბურინსკი (ბოცმანი), ზ. ნევინსკაია, მარია არნაზი, ალექსანდრე თაყაიშვილი (მეზღვაური)
 

მეტოქის მკვლელობის გამო რუსეთიდან გამოქცეული ქართველი სტუდენტი ასლანი თავს კონტრაბანდისტობით ირჩენს. დაოჯახდება, მაგრამ ცოლ-შვილს უცხო გემის კაპიტანი მოსტაცებს. სასოწარკვეთილი ასლანი ზღვაში გადავრდება. უკაცურ კუნძულზე გარიყული, გამოქვაბულში ჩონჩხსა და განძეულს იპოვის. მას გაახსენდება ლეგენდა შეშლილ მოხუცზე, რომელიც საშიში რიფებისკენ იტყუებდა და ღუპავდა გემებს. ამ დროს თითქოს ლეგენდა ახდება – კუნძულთან გემი იმსხვრევა. ასლანი ნამსხვრევებში ცოლის გვამსა და გონწასულ შვილს აღმოაჩენს... წლების შემდეგ ასლანის ქალიშვილი, მისი ერთადერთი იმედი, კუნძულზე შემთხვევით მოხვედრილ მებადურს შეიყვარებს და ცოლად გაყვება. მიტოვებული მოხუცი თავს დაიხრჩობს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.