მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი

გიორგი (გოგი) დოლიძე
გიორგი (გოგი) დოლიძე
20.04.1934

საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი

კინომცოდნე, კინოკრიტიკოსი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი.
დაიბადა 1934 წლის 20 აპრილს. 1959 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი. 1962-70 წლებში იყო ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების", გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" და "ხელოვნებას" რედაქტორი. 1970-80 წლებში თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტის უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1982-1992 წლებში ამავე ფაკულტეტის დეკანი. 1992-2005 წლებში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პრორექტორი. 2005 წლიდან დღემდე ამავე უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელია. 2003 წელს მიიღო ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია წიგნისათვის "აკაკის მოგზაურობა რაჭა - ლეჩხუმში". 2005 წლიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის დამაარსებელი და გამგეობის თავმჯდომარეა. 2005 წლიდან გამოსცემს და რედაქტორობს ჟურნალ "რაინდს" და გაზეთ "საქართველოს კარიბჭესთან".
ნახეთ ექსკლუზიური ინტერვიუ


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.